ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჯორჯ სოროსი აზერბაიჯანის მთავრობას სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

23 იანვარი, 2015 • 1056
ჯორჯ სოროსი აზერბაიჯანის მთავრობას სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

განცხადებაში, რომელიც ფონდმა “ღია საზოგადოებამ” 22 იანვარს გაავრცელა, ღრმა შეშფოთებაა გამოთქმული “აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კამპანიისა და უფლებადამცველების პატიმრობაში ყოფნის გამო”.

 

“აზერბაიჯანის მთავრობამ, ბოლო რამდენიმე თვის განავლობაში, ათეულობით პოლიტიკური აქტივისტი, უფლებადამცველი, ჟურნალისტი, ბლოგერი და ადვოკატი ყალბი ბრალდებებით დააკავა – დაწყებული სახსრების თანხების უკანონო მითვისებიდან, სახელმწიფო ღალატით დამთავრებული. ზოგიერთ მათგანს უკვე მისჯილი აქვს ხანგრძლივი პატიმრობა”, – წერია განცხადებაში.

 

დაპატიმრებულ უფლებადამცველთა შორის განცხადებაში სახელდებიან ლეილა იუნუსი, რასულ ჯაფაროვი, ინტიგამ ალიევი, ჟურნალისტი-გამომძიებელი ხადიჯა ისმაილოვა.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდ “ღია საზოგადოების” დამფუძნებელი და თავმჯდომარე ჯორჯ სოროსი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს 22 იანვარს დავოსში შეხვდა. სოროსმა მას სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის შემსუბუქებისკენ და აზერბაიჯანში ოფიციალურად დარეგისტრირებული ორგანიზაციების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა.


აგვისტოს დასაწყისში, აზერბაიჯანის გენპროკურატურის მოთხოვნით, საბანკო ანგარიშები გაუჩერეს ექვს ადგილობრივ და ერთ საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციას. 30 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით აზერბაიჯანში დააპატიმრეს სამოქალაქო საზოგადოების ოთხი ცნობილი წარმომადგენელი. საბანკო ანგარიში გაუყინეს და ქონება დაუყადაღეს სოროსის ფონდის ბაქოს განყოფილებას “ინსტიტუტი ღია საზოგადოება-აზერბაიჯანს”. ორგანიზაციის თანამშრომლები დაკითხეს. ფონდი “ღია საზოგადოება” მისი მისამართით წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი