ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტზე სამუშაოდ ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქმნიან

22 იანვარი, 2015 • 1128
სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტზე სამუშაოდ ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქმნიან

სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტის მოსამზადებლად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა. პოლიტიკური საბჭოს წევრებმა პრეზიდენტ თიბილოვს ამ ჯგუფში სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენელთა შემადგენლობის განსაზღვრა შესთავაზეს.

 

“პოლიტიკურმა საბჭომ თანხმობა გამოთქვა შეთანხმების პროექტის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილია რუსული მხარის მიერ სამხრეთ ოსეთის წინადადებების გათვალისწინებით. საბჭომ შეთანხმების პროექტი მიიღო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მისი შემდგომი დამუშავების გათვალისწინებით”, – წერს სააგენტო “რესი”.

 

შეთანხმების პროექტის ერთ-ერთი მთავარი მუხლი რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გაუქმებას ითვალისწინებს. შეთანხმების პროექტი ასევე ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის საბაჟო სტრუქტურების ჩართვას რუსეთის ფედერაციის საბაჟო სისტემაში და სამხრეთ ოსეთის საბაჟო კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. შეთანხმების პროექტის მიხედით, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურებიც  მარტივდება.



  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  


მასალების გადაბეჭდვის წესი