ახალი ამბები

ანონსი – 22 იანვარი

21 იანვარი, 2015 • • 1310
ანონსი – 22 იანვარი

10:30 საათზე  გორის მუნიციპალიტეტის  სოფელში ქვეში,  საქართველოში ამერიკის  ელჩი რიჩარდ ნორლანდი, შიდა ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად,  ეწვევა   სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან არსებული ადმინისტრაციული საზღვრის  გასწვრივ მდებარე რამოდენიმე თემს, რომლებსაც  დახმარება გაეწიათ USAID-ის ახალი  ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) პროექტის  ფარგლებში.

 

10:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” ადვოკატი ირმა ჭკადუა, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”

 

10:30 საათზე, „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ პრეზენტაციას გამართავს.

 

თემა: „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ანალიზი“. მისამართი:  სასტუმრო Radisson Blu Iveria,  ვარდების რევოლუციის მოედანი 1

 

11:00  – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, კრისტოფ ბერგნერთან. თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი.

 

11:00  -ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

11:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებს პლანშეტურ კომპიუტერებს გადასცემს.

 

11:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემა: იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”

 

11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშრებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

11:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა პაპუაშვილი „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემები: იური ვაზაგაშვილის აფეთქება; ქართველო ჩინოვნიკები უკრაინის მთავრობაში და ცვლილებები სს კოდექსში; გია როინიშვილის თეატრიდან გათავისუფლება

 

11:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” „ქალთა პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემა: იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”

 

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუში იური ვაზაგაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

 

11:30 საათზეე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ლევან მამალაძე სკაიპით ბრიფინგს გამართავს.

 

11:40 -ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, კრისტოფ ბერგნერთან. თბილისი, კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის სათათბირო ოთახი

11:40 საათზე დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი, რომელიც იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმეში ჩაერთო, საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

 

12.00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქციის ,,ქართული ოცნება’’ ხელმძღვანელი რიმა ბერაძე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილის ფიროსმანის მუზეუმს ეწვევიან და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან.

 

12.00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა’’ თბილისი თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

 

12:00  – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

12:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე და მამუკა ტუსკაძე პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემა: იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”

 

12:00 საათზე „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, დეპუტატი ზურა აბაშიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს

 

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

12:30 – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან, კრისტოფ ბერგნერთან. თბილისი, კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის სათათბირო ოთახი

 

13:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” ნანა კაკაბაძე, ყოფილი პოლიტპატიმრები და ხელისუფლებისგან დაზარალებული პირები, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.

 

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”

 

13:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა. თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

 

14:00 საათზე  „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის  ცენტრში“ (მის: ქავთარაძის ქ. 21), ფორუმი: „რელიგიები ნარკომანიის  წინააღმდეგ“ გაიმართება, რომელზეც ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში  სახელმწიფოს, პროფესიული საზოგადოებისა და რელიგიური  გაერთიანებების თანამშრომლობის როლი განიხილება.

 

14:00 საათზე „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ მოშიმშილე პატიმართა მხარდამჭერ პერმანენტულ საპროტესტო აქციას საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსთან გამართავს.აქციის მიზანს წარმოადგენს სასხელაღსრულების N7 დაწესებულებაში პატიმართა უფლებების დაცვას.

 

14:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება 2014 წელს გამოცემული ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანების პრეზენტაცია. ღონისძიებას ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები დაესწრებიან.

 

16.00  საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომათა დარბაზში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები მერიის კეთილმოწყობის და არქიტექტურის სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს მოუსმენენ.

 

16:00  – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრების შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტებთან. შეხვედრაზე განიხილება აივ/შიდსის კონცეფციის დოკუმენტის შემუშავებისა და ტუბერკულოზსა და აივ-შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში გლობალური ფონდის დახმარების საკითხი. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახში N638

მასალების გადაბეჭდვის წესი