ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთში სამწლიანი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების გეგმები განიხილეს

21 იანვარი, 2015 • 925
სამხრეთ ოსეთში სამწლიანი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების გეგმები განიხილეს

ამ მიზნით სამხრეთ ოსეთში ჩავიდნენ რუსეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრობლობის საკითხებში დსთ-ს ქვეყნებში, აფხაზეთსა  და სამხრეთ ოსეთში ვიტალი მელნიკოვი და რუსეთის ფედერაციის კავკასიის სამინისტროს განყოფილების უფროსი ალექსანდრე ბაშლიკოვი.

 

ოსეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ოფიციალური პირების ვიზიტი მიზანი იყო “2015-2017 წლების საინვესტიციო პროგრამის ღონისძიებებისთვის ერთობლივი ქმედებების ალგორითმის შემუშავება”.

 

რუსი პოლიტიკოსები შეხვდნენ სამხრეთ ოსეთის მთავრობის წევრებს, საერთო კონტრაქტორების და საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრის მონაწილეებმა წინა წლის საინვესტიციო პროგრამის შედეგები შეაჯამეს და 2015-2017 წლების საინვესტიციო პროგრამის შესწორებები განიხილეს.


ოსეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სპეციალისტები ცხინვალში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ადგილების მონახულებას გეგმავენ. ისინი ლენინგორის (ახალგორი) რაიონის ხელმძღვანელობასთან რაიონში მთელი რიგი ობიექტების ასაშენებლად მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელებენ, წერს სააგენტო “რესი”.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი