ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინმა სამხრეთ ოსეთთან სამხედრო პენსიების შესახებ შეთანხმება რატიფიკაციისთვის წარადგინა

20 იანვარი, 2015 • 1040
პუტინმა სამხრეთ ოსეთთან სამხედრო პენსიების შესახებ შეთანხმება რატიფიკაციისთვის წარადგინა

დოკუმენტი მომზადდა, როგორც  სამართლებრივი ჩარჩო რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საპენსიო სფეროში თანამშრომლობისთვის. შეთანხმება ითვალისწინებს სამხედრო პირებისა და მათი ოჯახების პენსიით უზრუნველსაყოფას იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუდმივ მაცხოვრებლად გადავლენ სხვა ქვეყანაში, რომელიც შეთანხმების მონაწილე იქნება, წერს “რია ნოვოსტი”.

“შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული პირების საპენსიო უზრუნველყოფა მოხდება იმ ნორმებით და  წესებით, რომელიც დაწესებულია იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ. პენსიონერების მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, მათ ექნებათ საშუალება, მიიღონ პენსია იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც აირჩეველ საცხოვრებლად”, – აღნიშნულია დოკუმენტში.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი