ახალი ამბები

მარაგის ამოწურვის გამო “დანკინ დონატსის” დონატები 2 დღე არ გაიყიდება

20 იანვარი, 2015 • 2366
მარაგის ამოწურვის გამო “დანკინ დონატსის” დონატები 2 დღე არ გაიყიდება

სოსო ფხაკაძის განცხადებით, რომელსაც “ვისოლ ჯგუფი” ავრცელებს, ამერიკელი პარტნიორების დახმარებით აშშ–­დან საჰაერო გადაზიდვის გზით უკვე გამოიგზავნა საჭირო პროდუქტები

 

“დონატებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო რამოდენიმე სპეციფიკური, უნიკალური ინგრედიენტის მარაგი ძალიან სწრაფად ამოვწურეთ. მარაგების შევსება კი ჩვენს რეგიონში არსებული წყაროებიდან ვერ მოხერხდება. თუმცაღა, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით აშშ–­დან საჰაერო გადაზიდვის გზით უკვე გამოიგზავნა საჭირო პროდუქტები. ამას გარდა, რამოდენიმე დღის წინ სხვა სახის, ასევე, აუცილებელი მარაგები სატვირთო მანქანებით გამოგზავნილ იქნა გერმანიიდან,”– ნათქვამია სოსო ფხაკაძის განცხადებაში.

 

ზემოაღნიშნულის გამო, ფხაკაძს განცხადებით, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს და პარასკევს, 2 დღის განმავლობაში დონატები არ გაიყიდება.

 

“დანკინ დონატსის” პირველი 2 რესტორანი თბილისში 13 იანვარს გაიხსნა

 

„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან, “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და კომპანიის განცხადებით, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში 35 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის.

ფოტო – ვისოლ ჯგუფი
ფოტო – ვისოლ ჯგუფი

მასალების გადაბეჭდვის წესი