ახალი ამბები

საქართველო საცხოვრებელი ხარჯების მიხედვით ყველაზე იაფი ქვეყნების სიაშია

18 იანვარი, 2015 • 1844
საქართველო საცხოვრებელი ხარჯების მიხედვით ყველაზე იაფი ქვეყნების სიაშია

საცხოვრებელი ხარჯების მიხედვით, Movehub–ის რეიტინგში ყველაზე იაფი ქვეყანა ინდოეთია, მას მოსდევს ნეპალი, პაკისტანი, ტუნისი და ალჟირი.

 

საცხოვრებელი ხარჯების მიხედვით კი ყველაზე ძვირი ქვეყანა შვეიცარიაა, მას მოსდევს ნორვეგია, ვენესუელა, ისლანდია და დანია.

 

Movehub–ის ცნობით, რუკა აჩვენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საცხოვრებელ ხარჯებს შორის განსხვავებებს მსოფლიოში უდიდესი მონაცემთა ბაზის გამოყენებით, რომელიც მომხმარებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციით არის შექმნილი. სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც სხვადახვა ქვეყანაში საცხოვრებელი ხარჯების გამოსათვლელად გამოიყენება, ითვალისწინებს სურსათის, ტრანსპორტის, რესტორნებისა და კომუნალურ ხარჯებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი