აქციის მონაწილეები სომხური მხარისთვის ვალერი პერმიაკოვის – რუსული სამხედრო ბაზის იმ მოსამსახურის გადაცმას ითხოვენ, რომელიც ერთ-ერთი სომხური ოჯახის – ავეტისიანების ექვსი წევრის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
მანამდე NEWS.am წერდა, რომ 12 იანვარს ქალაქ გიუმრიში, საკუთარ სახლში იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის ერთ-ერთი 2 წლის გოგონაა.
სომხური მედიის ცნობით, საზოგადოებაში განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია იმან, რომ პერმიაკოვის საქმეს რუსული მხარე გამოიძიებს.