ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

15 იანვარი, 2015 • 1160
სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

კავკაზკსი უზელის” ინფორმაციით, რუსეთის საელჩოსთან  პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა.

 

გამოცემა ასევე წერს, რომ მკვლელობაში ბრალდებული ჯარისკაცი – 102-ე ბაზის ახალწვეული ვალერი პერმიაკოვი, რომელსაც ავეტისიანების ოჯახის 6 წევრის მკვლელობაში ედება ბრალი, დაპატიმრებულია. მას ბრალი მკვლელობისა და დეზერტირობის მუხლებით აქვს წაყენებული. გადაწყვეტილება დაპატიმების შესახებ მეხუთე რუსული გარნიზონის სასამართლომ მიიღო.


პერმიაკოვის დაკავების შემდეგ რუსეთის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  გიუმრიში მომხდარ მკვლელობას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გამოიძიებდა.


საპროტესტო აქციები ერევანსა და გიუმრიში სწორედ მისი სომხეთის სამართალდამცავებისათვის გადაცემის მოთხოვნით იმართება.


პერმიაკოვმა 12 იანვარს ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის  ექვსი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და ახალშობილი ბავშვი დაჭრა. ახალშობილი ამ დროისთვის ერევანშია გადაყვანილი და მკურნალობა უტარდება.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი