ახალი ამბები

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი დღეს გამოვლინდება

14 იანვარი, 2015 • 1408
ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი დღეს გამოვლინდება

რჩეულს საერთაშორისო ჟიურის მიერ შერჩეული 5 კანდიდატიდან (ეთერ ბერიაშვილი, ედვარდ მეისონი, ჯგუფი „ნიუტონი“, ნინა სუბლატი და მიშა სულუხია) მაყურებელი და ჟიური ერთად გამოავლენს.

 

პირველი არხის ცნობით, მათი მუსიკალური რგოლები პირველი არხის ეთერში ორი კვირის განმავლობაში იყო განთავსებული, მაყურებელს კი საშუალება ჰქონდა სასურველი კანდიდატისთვის დღეში ერთი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნა.

 

2015 წელს ევროვიზიის მე-60 კონკურსი ავსტრიაში გაიმართება და მონაწილეობას 39 ქვყანა მიიღებს.

 

ევროვიზია 2015-ის შესარჩევი კონკურსის ხუთეული
ევროვიზია 2015-ის შესარჩევი კონკურსის ხუთეული

მასალების გადაბეჭდვის წესი