ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში დრამის კურსის ვარდნის ფონზე ექსპერტები ფასების ზრდას პროგნოზირებენ

12 იანვარი, 2015 • 2635
სომხეთში დრამის კურსის ვარდნის ფონზე ექსპერტები ფასების ზრდას პროგნოზირებენ

მომხმარებელთა საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის, კარენ ჩილინგარიანის განცხადებით, სომხეთში საქონელზე ფასები 10-15% ით გაძვირდა, რამაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შეამცირა. მისი თქმით, ძირითადად სამომხმარებლო კალათში შემავალი საქონელი გაძვირდა.


“საქონელზე ფასების ზრდა ფიქსირდება, მაგრამ შესაბამისი უწყებები არ დგამენ ნაბიჯებს ფასების დასარებულირებლად”, – მიიჩნევს ჩილინგარიანი.


ექსპერტი ფასების ზრდას, მათ შორის ენერგეტიკულ ბაზარზე, შემდგომშიც პროგნოზირებს.


“მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების თანახმად, გაზზე ფასების გადახედვა ივნის-ივლისშია ნავარაუდევი, ფორს-მაჟორულ გარემოებებში ვადები შესაძლოა გადაიხედოს”- აღნიშნა ჩილინგარიანმა.


სომხური დრამი
სომხური დრამი


კურსის ცვლილებებმა ეკონომიკაზე, შესაძლოა, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა იქონიოს. ეს დამოკიდებულია ეკონომიკის მოდელზე – განუცხადა “კავკაზსკი უზელ”-ს ეკონომისტმა ტატულ მანასერიანმა.


“იმპორტზე ორიენტირებისას, როგორც ეს სომხეთის შემთხვევაშია, დრამის დაცემა მიგვიყვანს საქონლის გაძვირებასთან. და პირიქით, ექსპორტირებისას მწარმოებელი აწარმოებს კონკურენტუნარიან იმავე ხარისხის საქონელს შედარებით დაბალ ფასებში”, – აღნიშნა ეკონომისტმა.


მისი თქმით, თუ სომხური დრამი დაცემას განაგრძობს, ეს სომხეთის ბაზარზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.


მანასერიანი აცხადებს, რომ ფასების სტაბილიზაციაზე პასუხისმგებლები, სომხეთის ცენტრალურ ბანკთან ერთად, საგადასახადო ორგანოები და სომხეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები არიან.


მისი აზრით, ფასების მკვეთრი მატების თავიდან აცილება შესაძლებელია, “თუ ყველა სამთავრობო უწყება გუნდურად იმუშავებს”.



  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი