ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი: არსებობენ ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული კონფლიქტის მოგვარებით

12 იანვარი, 2015 • 1076
ალიევი: არსებობენ ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული კონფლიქტის მოგვარებით

ილჰამ ალიევი; ფოტო: trend.az
ილჰამ ალიევი; ფოტო: trend.az


“არც ჩვენთვის და არც საერთაშორისო შუამავლებისთვის უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ სომხეთს მშვიდობა არ სურს. სომხეთს არ უნდა გამოსავლის პოვნა ამ კონფლიქტიდან და არ აპირებს ჯარების გაყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან. და ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებმა არაერთხელ განაცხადეს სტატუს კვოს დაუშვებლობის შესახებ”, – ავრცელებს პრეზიდენტ ალიევის განცხადებას გამოცემა “trend.az”-ი.


ალიევის თქმით, საჭიროა სომხეთის იძულება იმისთვის, რომ მან გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები.


“ოფიციალური პირები აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც უბრალოდ ქაღალდზე რჩება, ისევე, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მიღებული ოთხი რეზოლუცია. რატომაა, რომ სხვა რეზოლუციები დაუყოვნებლივ სრულდება, მაგრამ როდესაც საუბარი ჩვენზეა, რეზოლუცია ავიწყდებათ. უსამართლობაა ეს ორმაგი სტანდარტი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


“როგორც ჩანს, მსოფლიოში არსებობენ ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული ამ კონფლიქტის მოგვარებით. როგორც ჩანს, არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ ამ კონფლიქტის გაყინვა და მისი გამოიყენება, როგორც აზერბაიჯანზე ზეწოლის საშუალება”, – მიიჩნევს ალიევი.


ალიევი აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სომხურმა მხარემ არაერთხელ მიმართა ღია პროვოკაციას, მაშინ, როცა, მისი თქმით, აზერბაიჯანი მუდმივად ცდილობს კონფლიქტის მოგვარებას.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი