ახალი ამბები

ორი ადამიანი მოკლულია პარიზის სუპერმარკეტში

9 იანვარი, 2015 • 1069
ორი ადამიანი მოკლულია პარიზის სუპერმარკეტში

შეიარაღებული პოლიცია განლაგებულია მიმდებარე ტერიტორიაზე.


პოლიციამ სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა მაღაზიას დახურვა მოთხოვა – იუწყება AP.


პარიზიდან 35 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დამარტენ ენ გოელში “შარლი ებდოზე” თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მძევლები ჰყავთ აყვანილი.

 

ისლამისტი მებრძოლები პატარა საგამომცემლო კომპანიის შენობაში იმყოფებიან და განაცხადეს, რომ მზად არიან მოწამეობრივი სიკვდილისთვის.

 

12 ადამიანი მოკლეს და 11 დაშავდა 7 იანვარს პარიზში სატირულ ჟურნალ “შარლი ებდოზე” თავდასხმის შედეგად.

პოლიციის თანამშრომელი იცავს პერიმეტრს აღმოსავლეთ პარიზში Porte de Vincennes–ის მახლობლად, სადაც შეუარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს და მძევლები აიყვანეს © EPA
პოლიციის თანამშრომელი იცავს პერიმეტრს აღმოსავლეთ პარიზში Porte de Vincennes–ის მახლობლად, სადაც შეუარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს და მძევლები აიყვანეს © EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი