ახალი ამბები

პარიზში ერთიანობის მარშს მსოფლიოს 40-მდე ლიდერი შეუერთდება

11 იანვარი, 2015 • 1094
პარიზში ერთიანობის მარშს მსოფლიოს 40-მდე ლიდერი შეუერთდება

მარშის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 2 000-მდე პოლიციის თანამშრომელი და 1 350 ჯარისკაცი იქნება მობილიზებული.

 

17 ადამიანი მოკლეს და რამდენიმე დაშავდა პარიზში სატირულ გაზეთ “შარლი ებდოზე” თავდასხმის დროს 7 იანვარს და მომდევნო დღეს, როცა თავდამხმელებმა საფრანგეთის სხვადასხვა ადგილას მძევლები აიყვანეს. სპეცოპარაციის დროს მოკლეს ძმები კუაჩები, რომლებსაც ბრალი ედებათ “შარლი ებდოზე” თავდასხმაში, ასევე მათი თანამზრახველი, რომელმაც სავარაუდოდ მოკლა პოლიციელი ქალი პარიზის სუპერმაკეტში. კიდევ ერთ ეჭვმიტანილს კი პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

 

სოლიდარობის გლობალურ კამპანიას Je suis Charlie Hebdo/მე ვარ შარლი ებდო, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო იმართება, საქართველოში 8 იანვარს შეუერთდნენ.

 

ფოტო -  © EPA  10.01.2015
ფოტო – © EPA 10.01.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი