ახალი ამბები

ლატვია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში დაეხმარება

9 იანვარი, 2015 • 1334
ლატვია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში დაეხმარება

პრემიერი დღეს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ლატვიის უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება

„განვიხილეთ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულება, ასევე გამოვთქვით შეშფოთება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის დაგეგმილი ხელმოწერის გამო. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ლატვიის, ევროკავშირის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც გრძელდება დესტრუქციული ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია წერს, ლატვიის მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. ლაიმდოტა სტრაუიუმამ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.


გარდა ამისა, ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერმა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების, ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციისა და სავიზო დიალოგის დასრულების თვალსაზრისით, საქართველოსთვის რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის განსაკუთრებულ დატვირთვაზე ისაუბრა.

  

საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე შედიან.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა. ფოტო–მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა. ფოტო–მთავრობის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი