ახალი ამბები

სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ “იდენტობასა” და ირაკლი ვაჭარაძეზე მუქარის გამო

9 იანვარი, 2015 • 980
სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ “იდენტობასა” და ირაკლი ვაჭარაძეზე მუქარის გამო

გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს, რომელიც გაავრცელეს:


სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” შეშფოთებას გამოხატავს არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობას” და მისი წარმომადგენლის, ირაკლი ვაჭარაძის მიმართ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფიზიკური განადგურების მუქარის შემცველი გზავნილების თაობაზე, რომელიც ი. ვაჭარაძის მიერ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს კომენტირებას მოყვა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, კანონის სრული სიმკაცრით, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ამ განცხადებების ავტორების მიმართ და დაიცვას ორგანიზაცია “იდენტობას” წევრების უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ი.ვაჭარაძის ან “იდენტობას” თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ დანაშაულზე პასუხისმგებლობა  დაეკისრება სახელმწიფოს.

ზემოაღნიშნული განცხადებების კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორია “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქზე წერს: ვაჭარაძეს მოვუწოდებ ბოდიში მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კარებზე მივუკაკუნებთ”, ირაკლი ვაჭარაძე – მოიხადე ბოდიში!ითხოვე პატიებაწინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვალეთ „იდენტობა“ არ არსებობსშენ და შენს კანტორას ელის ძალიან ცუდი დღეებიშენს ნაც კონტროლირებადექსტრემისტულ ორგანიზაციას უნდა მოეღოს ბოლო !!! ჩვენთან არს უფალი!” რასაც მოყვება სხვა პირების   აგრესიული კომენტარები, მათ შორის, ი.ვაჭარაძის სიცოცხლის მოსპობის თაობაზე[1].

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ლადო სადღობელაშვილმა შაბათისთვის დააანონსა საპროტესტო აქცია “იდენტობას” ოფისთან, ორგანიზაციის აკრძალვის მოთხოვნით.

ი.ვაჭარაძის თქმით, მასთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობს ასევე გიორგი გაბედავა, რომელიც უგზავნის მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს,  უთითებს ვაჭარაძის საცხოვრებელ მისამართს, ემუქრება სიცოცხლის მოსპობითა და ოჯახზე თავდასხმით.

მიგვაჩნია, რომ ირაკლი ვაჭარაძისა და ორგანიზაცია ,,იდენტობას“ მიმართ, შესაძლოა, ხორციელდებოდეს მუქარა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავარი პროკურატურა ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. სახელმწიფო ასევე ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ირაკლი ვაჭარაძისა და ორგანიზაცია “იდენტობას” თანაშრომლების  უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის დასაცავად.

ამასთან, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისდაცვისთვის, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რათა ამუფლების განხორციელება მოქალაქეებს სხვადასხვა დაჯგუფებების მხრიდან დევნის და, მით უმეტეს, ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად არ დაუჯდეთ.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) 

საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველო (TI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

იდენტობა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი (ECMI)

კავშირი “საფარი”


მასალების გადაბეჭდვის წესი