ახალი ამბები

შსს–ს თანამშრომლებს ტატუს გაკეთება გამოსაჩენ ადგილას ეკრძალებათ

9 იანვარი, 2015 • 3696
შსს–ს თანამშრომლებს ტატუს გაკეთება გამოსაჩენ ადგილას ეკრძალებათ

შრომის დისციპლინური დარღვევის ჩამონათვალში ასევე შესულია სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით; არასწორად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; სამუშაო პერიოდში სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით  ან/და  იერსახით გამოცხადება; თამბაქოს აკრძალულ ადგილას მოწევა,სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის გამოსაჩენად ტარება; არასწორად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა  ობიექტური მიზეზების გარდა; აუცილებლობის გარეშე ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება და ა.შ.


ეს ცვლილებები „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში შევიდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი