ახალი ამბები

“მე ვარ შარლი ებდო” – თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართა [ფოტო]

8 იანვარი, 2015 • 3310
“მე ვარ შარლი ებდო” – თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართა [ფოტო]

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბექა მინდიაშვილმა განაცხადა, რომ აქციით ფრანგ ხალხს თანაგრძნობასა და სოლიდარობას უცხადებენ. მისი თქმით, საშიშია როგორც რელიგიური ექსტრემიზმი, ასევე რელიგიისგან მტრის ხატის შექმნა.

“რელიგიური ექსტრემიზმი საშიშია, ეს ჩვენ ვნახეთ და ვხედავთ ამას ყოველთვის. მეორე მხრივ, რელიგიისგან მტრის ხატის შექმნაც ასევე საშიშია და ესეც არ უნდა დავუშვათ არავითარ შემთხვევაში. რელიგიური ექსტრემისტები მოქმედებენ საკუთარი იდეოლოგიური კონსტრუქციებით და არა იმ დოგმებით, რომელთაც ესა თუ ის დიდი რელიგია სთავაზობს ადამიანს პიროვნული განვითარებისთვის. ეს არ არის დაკავშირებული რელიგიასთან, არამედ სწორედ ფუნდამენტალიზმთან, ექსტრემიზმთან, ფანატიზმთან,”- თქვა ბექა მინდიაშვილმა.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, პოლიტიკური იდეების ისტორიკოსმა გრიგოლ გეგელიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოშიც დგას რელიგიური დოგმის სახელით განსხვავებულ აზრზე თავდასხმის პრობლემა.

“აქ იმის გამოც ვარ, რომ ჩვენ ძლიან მსგავსი პრობლემები გვაქვს საქართველოში, როდესაც რელიგიური დოგმის სახელით თავს ესხმიან პოლიტიკურ თვაისუფლებას, თავს ესხმიან განსხვავებულ აზრს. თავს ესხმიან წლების განმალობაში ავტორებს, რომლებიც საკუთარ საქმეს აკეთებენ და წერენ და ცდილობენ, რომ რეალობა დაგვანახონ სხვადასხვა ჭრილით, მათ შორის, სატირული ჭრილით. ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რომ ეს არ გვეგონოს ექსკლუზიურად ისლამური საფრთხე და გვახსოვდეს, რომ ყველა რელიგიას ახასიათებს მსგავსი გადაცდომები, ყველას ახასიათებს რედიკალიზმი და ყველა, საბოლოოდ, მისი რადიკალური ფორმებით, ებრძვის პოლიტიკურ თავისუფლებას,”- თქვა მან.

‘მე ვარ შარლი ებდო’ – სოლიდარობის აქცია თბილისში 08.01.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი