ახალი ამბები

სატირული ჟურნალი Charlie Hebdo და მისი ერთ-ერთი ბოლო ტვიტი

7 იანვარი, 2015 • 1701
სატირული ჟურნალი Charlie Hebdo და მისი ერთ-ერთი ბოლო ტვიტი

ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე 7 იანვარს, სარედაქციო თათბირის დროს განხორციელებულ თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 12 და დაშავდა 7 ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილების ვინაობა.

ფრანგული მედიის ცნობით, ჟურნალის რედაქტორს პოლიცია იცავდა მას შემდეგ, რაც სიკვდილით დაემუქრნენ.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. თავდასხმას გამოეხმაურნენ მსოფლიოს ლიდერები.

 

Le Monde-ის ცნობით, Charlie Hebdo 1969 წლიდან გამოდის. ყოველკვირეულმა გამოცემამ არსებობა 1981 წელს შეწყვიტა ფინანსური პრობლემების გამო. 1992 წელს გაზეთის გამოცემა განახლდა.

 

2006 წლამდე CHarlie Hebdo-ს გაყიდვები მუდმივად  იზრდებოდა, თუმცა შემდეგ ტირაჟი შემცირდა. 2011 წელს გაყიდვების საერთო რაოდენობა 50 000-ზე ქვემოთ  დაეცა, მაშინ, როცა  2006 წელს გაზეთის ტირაჟი 140 000 იყო.

 

რედაქციაში 20-მდე მხატვარია. მათ შორის ბევრი კარიკატურისტები, რომლებიც  პოპულარობით სარეგბლობენ. ყველაზე ცნობილი ქაბუ და შარბი  7 იანვარს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

 

“გაზეთის კვირის სარედაქციო კრება ტრადიციულად ოთხშაბათობით, დილით ტარდება. ტერორისტული აქტის დრო იმაზე მეტყველებს, რომ კარგად დაგეგმილ ოპერაციასთან გვაქვს საქმე”, –წერს  ფრანგული გამოცემა Le Monde.

 

 “2006  წელს გაზეთმა გამოცემის შიდა გვერდებზე მუჰამედის 12 კარიკატურა გამოაქვეყნა და გამოხატვის თავისუფლებაზე დებატებს ჩაუყარა საფუძველი”, – წერს Le Monde.

 

თავდასხმების მსხვერპლი Charlie Hebdo უკვე რამოდენიმეჯერ იყო

 

კარიკატურები პირველად Charlie Hebdo-ს არ გამოუქვეყნებია. ისინი 2005 წელს დანიურ გამოცემაში გამოჩნდა და საკმაოდ ხმაურიანი აქციებიც გამოწვია.

 

2011 წელს დებატები Hebdo-მ ახალი ნომრით განაახლა.

კარიკატურა- ასი წკეპლა თუ მანამდე სიცილით არ მოკვდებით
კარიკატურა- ასი წკეპლა თუ მანამდე სიცილით არ მოკვდებით

ნოემბრის ნომრის პირველ გვერდზე შარლი ებდოს- შარია ებდო დაემატა, მუჰამედის კარიკატურის თანხლებით. ჟურნალი გაყიდვაში ჩაშვებულიც არ იყო, რომ გამოცემის რედაქციაში მოლოტოვის კოკქტეილები ააფეთქეს. რედაქციამ დროებით ლიბერასიონს, სხვა ცნობილი ფრანგული გამოცემის რედაქციას შეაფარა თავი.

 

2011 წლის მერე გამოცემა რეგულარული მუქარების მსხვერპლია. 2012 წლის 22 აპრილს პოლიციამ დააკავა სავარაუდო ჯიჰადისტი. ეს უკანასკნელი გაზეთის რედაქტორს თავის მოკვეთით ჯიჰადისტური ვებ საიტიდან დაემუქრა.

 

სხვადასხვა გაზეთების კარიკატურისტები შოკში არიან. ლე მონდის მხატვარი, მარტინ ვიდბერგი აქვეყნებს ტვიტერზე; “როგორ შეიძლება დავხატოთ დღეს? როგორ შეიძლება არ დავხატოთ დღეს?” და ახალ ნახატსაც აქვეყნებს წარწერით: “დღეს მე ვარ პრესის მხატვარი . დღეს, მე ვარ ჟურნალისტი. დღეს მე ვხატავ შარლი ებდოსთვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი