ახალი ამბები

თავდასხმა პარიზში სატირულ ჟურნალზე- მოკლულია 12 ადამიანი[VIDEO]

7 იანვარი, 2015 • 1187
თავდასხმა პარიზში სატირულ ჟურნალზე- მოკლულია  12 ადამიანი[VIDEO]

ფრანგული მედიის ცნობით, შეიარაღებული პირები სარედაქციო თათბირზე შევიდნენ და სროლა დაიწყეს.

 

როგორც BBC წერს, თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. 

 

“ორი შავნიღბიანი მამაკაცი შენობაში კალაშნიკოვებით შევიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბევრი გასროლის ხმა გავიგონეთ,”– განიცხადა ერთ–ერთმა თვითმხილველმა ფრანგულ ტელეარხს. 

 

ამის შემდეგ, თვითმხილველთა ცნობით, მამაკაცები შენობიდან გაიქცნენ.

 

გამოცემის ერთ ერთი უკანასკნელი პოსტი ტვიტერზე ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქარ ალ ბაღდადის კარიკატურა იყო.

 

ჟურნალზე თავდასხმა 2011 წელს, წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს განხორციელდა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა. 

 

“ჩვენ გვემუქრებიან, რადგან თავისუფლების ქვეყანა ვართ,”– განაცხადა მან.

 

უკანასკნელი თვიტები ჰაშტაგით :

მასალების გადაბეჭდვის წესი