ახალი ამბები

რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა? – ბაზრობის ფასები თბილისში [ფოტო/ვიდეო]

28 დეკემბერი, 2014 • • 3610
რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა? – ბაზრობის ფასები თბილისში [ფოტო/ვიდეო]

მინიმუმ 200, ხოლო მაქსიმუმ 500 ლარი. ეს ის თანხაა, რომელიც ბაზარში გამოკითხული ნეტგაზეთის რესპოდენტებმა დაასახელეს საახალწლო სუფრის მომზადებისათვის. ის ადამიანები, ვინც საახალწლოდ 200 ლარის დახარჯვას აპირებენ, ამბობენ, რომ გოჭს და ინდაურს ვერ შეიძენენ.

საახალწლოდ ყველაზე მეტად ბაზარში ნიგოზი გაძვირდა. ერთ-ერთი მოვაჭრე ამბობს, რომ “თეთრ ნიგოზს”, რომელსაც ერთი თვის წინ 20 ლარად (1კგ) გაყიდდა, ახლა 28 ლარს აფასებს:

‘ჩემი კარგი, თეთრი ნიგოზია, თან ახალი წელია…”,  – ასე ხსნის იგი ფასის ზრდის ამბავს, თუმცა გოზინაყის მოსამზადებლად ნიგოზის შეძენა ბაზარში 20 ლარადაცაა შესაძლებელი და 35 ლარადაც – გააჩნია მომხარებლის მოთხოვნას და ხარისხს.

 

თაფლის ფასი 15 ლარიდან იწყება, თუმცა, როგორც ნეტგაზეთს თაფლის ერთ-ერთმა გამყიდველმა განუცხადა, წლევანდელი წელი კლიენტების სიმრავლით არ გამოირჩევა. იგი ამ ფაქტს ქვეყნაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ბაზარი დეკემბრის ბოლო დღეებში უფრო ხალხმრავალი გახდება.

ე.წ. სახაჭაპურე ყველი დეზერტირების ბაზარში 8-9 ლარი ღირს. ყველის გამყიდველების განმარტებით, საახალწლოდ ამ პროდუქციაზე ფასის მაღალი ზრდა არ შეინიშნება. უკვე გამზადებულ ხაჭაპურს ბაზარში დაახლოებით 4 ლარად იყიდით.


დეზერტირების ბაზარო საახალწლოდ
დეზერტირების ბაზარო საახალწლოდ

 

საქონლის ხორცი 10-11 ლარი ღირს. ქათმის ხორცი- 4,5 ლარი. გოჭის ფასი 75 ლარიდან იწყება და 150 ლარამდეც ადის. ინდაურის – 45 ლარიდან. რაც შეეხება თევზს, მაგალითად, კალმახის ფასი 10-11 ლარია, ხოლო კამბალა – 4 ლარი. ზემოხსენებულ პროდუქციას ბაზარში დახლებზე, მაცივრის გარეთაც შეხვდებით.


დეზერტირების ბაზარო საახალწლოდ
დეზერტირების ბაზარო საახალწლოდ


დეზერტირების ბაზარო საახალწლოდ
დეზერტირების ბაზარო საახალწლოდ


დეზერტირების ბაზარო საახალწლოდ
დეზერტირების ბაზარო საახალწლოდ

 

მანდარინის ფასი 1 ლარიდან იწყება, ფორთოხალი – 1,5 ლარი. კანფეტების ფასი 5 ლარიდან იწყება, ჩურჩხელა 1,5 – 2 ლარი. ქამა სოკო 5 ლარი ღირს, მანჭკვალას  3 ლარადაც იყიდით.


დეზერტირების ბაზარო საახალწლოდ
დეზერტირების ბაზარო საახალწლოდ

დეზერტირების ბაზარო საახალწლოდ
დეზერტირების ბაზარო საახალწლოდ

 

ნეტგაზეთმა სცადა, ზემოხსენებულ პროდუქციაზე მსხვილი სავაჭრო ობიექტების, ჰიპერმარკეტების ფასებიც მიეთითებინა სტატიაში, თუმცა ფრესკომ, გუდვილმა და კარფურმა ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა, ხოლო, მაგალითად, კარფურმა “ქარვასლაში” მდებარე მათი ობიექტიდან ფასების ამოწერის საშუალება არ მოგვცა და ეს კომპანიის შიდა წესებით ახსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი