ახალი ამბები

მთავრობა სასულიერო აკადემიას 170 000 ლარით დაეხმარება

17 ივნისი, 2019 • 1771
მთავრობა სასულიერო აკადემიას 170 000 ლარით დაეხმარება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს განათლების სამინისტრო  თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისთვის 170 000 ლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

11 ივნისის განკარგულებაში ვკითხულობთ:

“საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა(ი)იპ – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიისთვის ფინანსური დახმარების (170 000 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი