ახალი ამბები

„დავიცვათ ვაკის გამგეობის სკვერი განადგურებისგან“ — მოქალაქეებმა სკვერში მშენებლობა გააპროტესტეს

16 ივნისი, 2019 • 1459
„დავიცვათ ვაკის გამგეობის სკვერი განადგურებისგან“ — მოქალაქეებმა სკვერში მშენებლობა გააპროტესტეს

16 ივნისს თბილისში, ვაკის გამგეობის სკვერში მოქალაქეების ჯგუფი შეიკრიბა და იქ დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტა.

სკვერში, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქმიან-საზოგადოებრივი სტატუსი აქვს, ორი მრავალსართულიანი (წითელი) კორპუსი უკვე დგას, სწორედ ამ კორპუსის წინ მდებარე სკვერზე სურს  საოფისე შენობის მშენებლობა „ლიდერ-ბეთ სლოტს“.

„მთავარი პრობლემაა ის, რომ სკვერთან და ეკოლოგიურ სივრცესთან ძალიან ახლოს მოდის მასიური მშენებლობა. აღარ რჩება სივრცე მშენებლობასა და სკვერს შორის… მშენებლობის პერიოდში ამ სკვერით სარგებლობა გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი, დასრულების შემდეგ კი სკვერი ხდება მათი კერძო ეზო“, — ამბობს ანანო ცინცაბაძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამჟამად პროექტი განხილვის პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

გარეკანზე: სქრინშოთი რუსთავი 2-ის კადრებიდან

გაიგეთ სხვა დეტალები:

ვაკის გამგეობის პარკში მოქალაქეები შესაძლო მშენებლობას აპროტესტებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი