ახალი ამბები

თუშეთის გზიდან ავტომობილი გადავარდა

14 ივნისი, 2019 • 4304
თუშეთის გზიდან ავტომობილი გადავარდა

თუშეთის გზაზე, კერძოდ კი მე-18 კილომეტრზე, ავტომობილი გზიდან გადავარდა. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს.

საგანგებოში გვითხრეს, რომ ამ წუთებში ადგილზე ხდება სამაშველო და სასწრაფო ბრიგადების მობილიზება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილურის სიხშირეს ვერ იჭერენ, რის გამოც ჯერჯერობით ვერ ვიგებთ, რა ვითარებაა ადგილზე.

ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს გარკვევისთანავე გაცნობებთ.

ახმეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ამ დროისთვის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი იმყოფება, თუმცა ტელეფონი არ იჭერს იმ ტერიტორიაზე და დამატებითი ინფორმაცია არც მას აქვს.

ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ ისაა დაზუსტებული, რომ ავარია მოხდა და ავტომობილი გადავარდა გზიდან, თუმცა, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მანქანაში და არის თუ არა მსხვერპლი, ეს ჯერ არ დაზუსტებულა.

  • ქავერის ფოტო: თუშეთის გზა © ბადრი ვადაჭკორია

შენიშვნა: თავდაპირველად ქავერის ფოტოდ გამოვიყენეთ კადრი, რომელიც თუშეთშია გადაღებული, თუმცა იყო დამონტაჟებული და არ ასახავდა იქ არსებულ ვითარებას. თავდაპირველად, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუშეთის გზიდან ტურისტების ავტომობილი გადავარდა, რაც არ დადასტურდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ძველი მასალის ტექსტიდან და სათაურიდან ეს ნაწილიც წავშალეთ.

ამბის გაგრძელება:

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

მასალების გადაბეჭდვის წესი