ახალი ამბებიეკონომიკა

მიმდინარე წელს ივანიშვილის ქონება 275 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

14 ივნისი, 2019 • 5791
მიმდინარე წელს ივანიშვილის ქონება 275 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

Bloomberg-ის ინფორმაციით,  2019 წლის პირველ კვარტალში ბიძინა ივანიშვილის ქონება 275 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და, ჯამში, 5.27 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Bloomberg-ზე მისი ქონების წლიური მაჩვენებელი, ანუ 2018 წლის მაისიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ქონების მოცულობა იცვლებოდა და 2018 წლის დეკემბერში 4.95 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

წყარო: Bloomberg

ბლუმბერგის” თანახმად, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ქონება რუსეთში დააგროვა 1990-იან წლებში. ივანიშვილი 2012 წელს გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ერთი წლის შემდეგ თანამდებობა დატოვა. 2018 წელის იგი პოლიტიკაში დაბრუნდა თავისივე დაარსებული პარტიის, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელად.

ბლუმბერგი ყოველდღიურად აახლებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს. ინფორმაციის განახლება  ბაზრებიდან, ვაჭრობისა და აქციების ფასების ანალიზის მეშვეობით ხდება.

ივანიშვილის ქონებაზე Bloomberg-ისა და Forbes-ის მონაცემები დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარით განსხვავდება. 4.9 მილიარდი დოლარით ივანიშვილი Forbes-ის სიაში 365-ე ადგილს იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი