ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ვებ-გვერდების რედაქტორი დააკავეს

13 ივნისი, 2019 • 1368
აზერბაიჯანში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ვებ-გვერდების რედაქტორი დააკავეს

აზერბაიჯანში საინფორმაციო სააგენტოების, “xeberman.com” და “press-az.com“-ის დამფუძნებელი და რედაქტორი ფოლად ისრაილ ოღლუ ასლანოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით [სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლი] დააკავეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ოფიციალური ბრალდებით, ასლანოვი ქვეყნის გარეთ საიდუმლოდ ხვდებოდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და ფულის სანაცვლოდ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე შეგროვებულ ინფორმაციას გადასცემდა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს.

სახელმწიფო სტრუქტურა არ საუბრობს სხვა ინფორმაციის შესახებ, მათ შორის, რომელი ქვეყნის სპეცსსამსახურებთან თანამშრომლობდა ჟურნალისტი ან რა ინფორმაციას გადასცემდა.


თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი