ახალი ამბები

გარდაიცვალა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე

13 ივნისი, 2019 • 3564
გარდაიცვალა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა.

როგორც “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ის საკუთარ სახლში მოულოდნელად დაიღუპა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა.

დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილე იყო 2017 წლიდან, 2004-დან 2008 წლამდე კი – საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი