ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 13 სასაზღვრო მონაკვეთია დასაზუსტებელი – ბაქო

12 ივნისი, 2019 • 2145
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 13 სასაზღვრო მონაკვეთია დასაზუსტებელი – ბაქო

“ამერიკის ხმის” აზერბაიჯანული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჰლალაფ ჰალფოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 13 სასაზღვრო მონაკვეთია დაზუსტებელი.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აზერბაიჯანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე, სავარაუდოდ, 2019 წლის ივლის-აგვისტოში ორმხრივი კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდება.

“აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე კომუნიკაცია გრძელდება როგორც საელჩოების, ასევე მთავრობათა სპეცწარმომადგენლების დონეზე. მიმდინარე კვირაში ერთობლივი შეთანხმების შედეგად ექსპერტები მოინახულებენ დასაზუსტებელ მონაკვეთებს, რის შემდეგაც განისაზღვრება ორმხრივი კომისიის მორიგი სხდომის თარიღი თბილისში”.

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი