ახალი ამბებირეკლამა

„ზუმერში“ აქსესუარები წონით იყიდება

12 ივნისი, 2019 • 1311
„ზუმერში“ აქსესუარები წონით იყიდება

„ოთხასი გრამი მარშალის ყურსასმენი ამიწონეთ, თუ შეიძლება!“, „ეს JBL-ის სპიკერები საცალოდ იყიდება თუ წონით?!“ – ამ და სხვა მსგავს ფრაზებს თქვენ გარშემო, სავარაუდოდ, ნაკლებად მოისმენთ, თუკი „ზუმერის“ რომელიმე ფილიალში არ აღმოჩნდებით.

უჩვეულო ფასდაკლება მობილურის აქსესუარებზე „ზუმერში“ დღეს დილიდან დაიწყო. მომხმარებელს ბრენდის ფილიალებში აქსესუართა ნაწილის შეძენა წონით შეუძლია, რაც ფასდაკლებას, პირდაპირი მნიშვნელობით, წონიანს ხდის.

„მიუხედავად იმისა, რომ ზუმერში თითქმის ყველანაირი აქსესუარის შეძენაა შესაძლებელი, ჩვენი ბრენდი ადამიანთა უმეტესობისთვის მაინც მხოლოდ მობილურ ტელეფონებთან ასოცირდება. ამიტომ აქსესუართა სიმრავლისა თუ მრავალფეროვნების ხაზგასასმელად გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის ისეთი შეთავაზება გაგვეკეთებინა, რომელიც ბევრად უფრო დასამახსოვრებელი იქნებოდა, ვიდრე ეს უბრალოდ „გრანდიოზული ფასდაკლებაა“. როგორც იცით, ზუმერული ფასი უკვე თავისთავად ნიშნავს საუკეთესო ფასს მოცემულ მომენტში, ამიტომ ამჯერად შევეცადეთ, ეს ფასი არა მხოლოდ რიცხვებით, არამედ შინაარსობრივადაც ყოფილიყო გამორჩეული“, – აცხადებს ეთო მერებაშვილი, „ზუმერის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი