ახალი ამბები

უგულავამ ივანიშვილი GOT-ის ღამის მეფეს, ხოლო “ოცნება” – ზომბებს შეადარა

11 ივნისი, 2019 • 1375
უგულავამ ივანიშვილი GOT-ის ღამის მეფეს, ხოლო “ოცნება” – ზომბებს შეადარა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ბიძინა ივანიშვილი HBO-ს პოპულარული სერიალის, Game of thrones-ის ნეგატიურ პერსონაჟ ღამის მეფეს შეადარა, ხოლო “ქართული ოცნება” – ზომბებს.

“ყველაზე პოპულარული სერიალის, Game of thrones-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი, განსაკუთრებით 2020-ში, არის Night King (ღამის მეფე). “ქართული ოცნება” თავისი უმრავლესობით არიან ზომბები (White Walker-ები). ან იქნები ზომბების მხარეს, ან ადამიანების. ადამიანები არიან ძალიან მრავალფეროვანი, ამ დარბაზში ჩვენ ოთხივეს იმდენი გვაქვს ნაჩხუბარი, ვერავინ მოთვლის (ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია).  მაგრამ თუ იქიდან White Walker-ები და წყვდიადის მეფეა, ეს ყველაფერი უნდა დაივიწყო. მერე, ვინ მემარჯვენეა, ვინ მემარცხენა, ვინ პოპულისტია, ვინ ლიბერალია – კი ბატონო, ვიდავოთ ამაზე”, – განაცხადა უგულავამ რ2-ის ეთერში.

“სწორად უნდა განვალაგოთ ჯარი 2020-ისთვის. ჯარი დიდია, მომხრეები იმაზე დიდია, ვიდრე გამაჯრვებისთვის არის საკმარისი”, – განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ნიჰილიზმი არჩევნების მიმართ ოპოზიციამ არ უნდა გააღვივოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი