ახალი ამბები

არჩევნები და სასამართლო სისტემა – რა თქვა პომპეომ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

11 ივნისი, 2019 • 1241
არჩევნები და სასამართლო სისტემა – რა თქვა პომპეომ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება და თავისუფალი/სამართლიანი არჩევნები – ეს საკითხებია, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აშშ-ში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა კომენტარი.

“ჩვენს საუბარში მე მხარი დავუჭირე მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების მიმდინარე მცდელობას”, – თქვა პომპეომ.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები აუცილებლად უნდა იყოს ქართული დემოკრატიის შემადგენლობაში”.

პომპეოს თქმით, პრემიერთან ერთად ასევე განიხილა საქართველოში პარლამენტის პასუხისმგებლობა და კონტროლი, რომ ყველა სახელმწიფო სააგენტო ასრულებდეს იმას, რასაც მოსახლეობას დაჰპირდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი