ახალი ამბები

ვისთან (არ) ითანამშრომლებს ოქრუაშვილი

11 ივნისი, 2019 • 2814
ვისთან (არ) ითანამშრომლებს ოქრუაშვილი

“ჩვენ არ ვაპირებთ დავახარისხოთ ვიღაც, კრიტერიუმი არის უმთავრესი, რომ ვინც ხელს მოაწერს გაყალბებულ არჩევნებს, მასთან არ ვითანამშრომლებთ, ვინც გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებს, მასთან ვითანამშრომლებთ”, – ეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა ახალი პარტიის სახეების წარდგენის შემდეგ.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რას ფიქრობდა ის გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე.

სასტუმრო “შერატონში” ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური პარტიის, “გამარჯვებული საქართველოს” პრეზენტაცია გაიმართა, სადაც საინიციატივო ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ.

ვინ იქნებიან ირაკლი ოქრუაშვილის ახალი თანამებრძოლები?

  • კოტე კემულარია – უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
  • გურამ ჩალაგაშვილი – სემეკის ყოფილი თავმჯდომარე;
  • ვალერი გელბახიანი – პოლიტიკოსი, იურისტი;
  • გუბაზ სანიკიძე – ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრი;
  • ნიკა რამიშვილი (დრუპი) – კომიკოსი.

შენიშვნა: ინფორმაცია განახლებადია.

მასალების გადაბეჭდვის წესი