ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნებში ბიბილოვის პარტიამ გაიმარჯვა

11 ივნისი, 2019 • 1185
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნებში ბიბილოვის პარტიამ გაიმარჯვა

ხუთმა პარტიამ- “ერთიანი ოსეთი”, “სახალხო პარტია”, პარტია “ნიხასი”, “ხალხის ერთიანობა” და კომუნისტური პარტია- დე ფაქტო საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით 7-პროცენტიანი ბარიერი გადალახა და 9 ივნისის არჩევნებში გაიმარჯვა. მმართველმა “ერთიანმა ოსეთმა” ხმების 35%-მდე მოიპოვა.

დღევანდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და მისმა პარტიამ “ერთიანი ოსეთი” ჯერ კიდევ 2017 წელს პარტიების რაოდენობის შემცირება დაიწყეს. მიზეზად დასახელდა ზედმეტად ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია რესპუბლიკის ორმოცდაათიათასიანი მოსახლეობისთვის. ამ პერიოდში დაიხურა ექვსი პარტია.

9 ივნისს არჩევნები ასევე ერთმანდატიან ოლქებში გაიმართა. 17 ერთმანდატიან ოლქში კანდიდატები ხმების უმრავლესობით გავიდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, საარჩევნო სიებში დაახლოებით 31 ათასი ამომრჩეველია.

ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე, ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. აღნიშნულ არჩევნებს როგორც ევროკავშირი, ასევე აშშ გამოეხმაურა. ოფიციალურ განცხადებებში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი და აშშ არ აღიარებენ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს და ორივე რეგიონს [აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი] საქართველოს განუყოფელ ნაწილებად აღიარებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი