ახალი ამბებისამართალი

დიღომში 2 პირის დაჭრაში ბრალდებული ხარაგაულში დააკავეს

10 ივნისი, 2019 • 2995
დიღომში 2 პირის დაჭრაში ბრალდებული ხარაგაულში დააკავეს

პოლიციამ ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული უ.გ. ცხელ კვალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვერკში დააკავა. მას 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, დიღმის მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა 1998 წელს დაბადებულ ე.გ-ს და 2001 წელს დაბადებულ მ.მ-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწიათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი