ახალი ამბები

2019 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 6.3%-ით შემცირდა – საქსტატი

10 ივნისი, 2019 • 1581
2019 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 6.3%-ით შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  6.3%-ით შემცირდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სულ 281.1 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორცილდა. FDI-ის შემცირების მიზეზად საქსტატში მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებასა და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებენ.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2019 წლის პირველ კვარტალში კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების სექტორში განხორციელდა და 139.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 42.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ტრანსპორტის სექტორი 28.6 მლნ აშშ დოლარით.

ყველაზე მეტი ინვესტიცია 133.2 მლნ აშშ დოლარი ირლანდიიდან შემოვიდა, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო- 42.4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო მესამე ადგილს 22.5 მლნ აშშ დოლარით აშშ იკავებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი