ახალი ამბები

კახაძე მედიას: თქვენ გააცოცხლეთ ლადო კახაძე, თქვენც აიღებთ პასუხისმგებლობას ჩემს ცხოვრებაზე

9 ივნისი, 2019 • 1585
კახაძე მედიას: თქვენ გააცოცხლეთ ლადო კახაძე, თქვენც აიღებთ პასუხისმგებლობას ჩემს ცხოვრებაზე

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ლადო კახაძე მადლობას უხდის ყველა მხარდამჭერს და მათაც, ვისაც მისთვის ხმა არ მიუციათ.

“უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა, შეწუხდა; გაითავისა და გაიაზრა ის წინადადებები, რაც მე მათ შევთავაზე… უფრო სწორად, რითაც მათ დამმოძღვრეს. დიდი მალდობა ყველას, ვინც ეს გამარჯვება მოიტანა. ეს არის ის ოჯახი, სადაც მე ჭირისა და ლხინის გასაყოფად ვარ დღეს და ვიქნები, სანამ ვიარსებებ. დიდი მადლბა ყველა იმ ადამიანსაც, ვისაც ჩემთვის ხმა არ მოუცია პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში აქვს გარკვეული ნდობა ჩემს მიმართ და ალბათ, ცხოვრება ამოიტანს ამ ნდობის კიდევ უფრო გაღვივებას”, – განაცხადა ლადო კახაძემ “ქართული ოცნების” მიერ არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგების გასაჯაროების შემდეგ.

კახაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მედიას, აღნიშნა რა, რომ სწორედ ჟურნალისტებმა “გააცოცხლეს” იგი და პოლიტიკურ ველზე შემოიყვანეს.

“მე ჟურნალისტებს ექიმებს გეძახით, იმიტომ რომ, ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოტანა შეგიძლიათ მიუკერძოებლად. თქვენ გააცოცხლეთ თავის დროზე ლადო კახაძე, მეორე ცხოვრება აჩუქეთ და შემოიყვანეთ პოლიტიკურ ველზე. ამიტომ, ჩემთან ერთად, აწი თქვენც აიღებთ ამ პასუხისმგებლობას ჩემს ცხოვრებაზე. თქვენ გიხდით დიდ მადლობას და სრულიად საქართველოს ყველა ბინადარს, რომელიც ჩვენს მიწა-წყალზე ცხოვრობს; მთლიან საქართველოს, თავისი აფხაზთით და სამაჩაბლოთი… იმ ქართველებს, ვინც ჩვენი მიწის გარეთ ცხოვრობენ”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ამავე თემაზე:

კალაძე: ხმების 75% დათვლილია, კახაძეს 62.5% აქვს

მასალების გადაბეჭდვის წესი