ახალი ამბები

ილია II-მ ეპისკოპოსი იაკობი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა

9 ივნისი, 2019 • 1589
ილია II-მ ეპისკოპოსი იაკობი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. ამის შესახებ ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის გახსნის შემდეგ განაცხადა.

“არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ საქმეს აკეთებს თვითნებურად, მაგრამ ეკლესიის საკეთილდღეოდ აკეთებს. ეპისკოპოსი იაკობი აღყვნაილია მთავარეპისკოპისის ხარისხში”, – ამ სიტყვებით ამცნო გადაწყვეტილება პატრიარქმა მრევლსა და სასულიერო პირებს.

იაკობ იაკობაშვილი ბერად 2003 წელს აღიკვეცა. ამავე წელს ის დიაკვნად აკურთხეს, 1 წლის შემდეგ კი – მღვდლად. 2010 წლის 9 მაისს სვეტიცხოვლის ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხეს,  ამავე წლის 21 დეკემბერს კი ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად. 2013 წლიდან ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსია.

მთავარეპისკოპოსის ხარისხში აყვანამდე, იაკობი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი იყო. მას ასევე უკავია საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი