ახალი ამბები

მესტიაში ხიდიდან გადავარდნილ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

9 ივნისი, 2019 • 684
მესტიაში ხიდიდან გადავარდნილ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიის რაიონში, ბეჩოში ორი ადამიანი, რომელიც გუშინ მანქანით მდინარეში გადავარდა, დღეს, 9 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ავტომობილში შემთხვევის დროს ორი კაცი იმყოფებოდა. მანქანა  მდინარეში ხიდიდან გადავარდა. მათივე თქმით, მაშველები 2 დღის განმავლობაში მუშაობდნენ. სამუშაოებს კი ადიდებული მდინარე და ხეობის რთული რელიეფი ართულებდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მესტიაში ავტომანქანა ხიდიდან გადავარდა – მაშველები, სავარაუდოდ, ორ კაცს ეძებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი