ახალი ამბები

თბილისში 1 პირი ბასრი საგნით დაჭრეს – ეჭვმიტანილი დაკავებულია

8 ივნისი, 2019 • 1218
თბილისში 1 პირი ბასრი საგნით დაჭრეს – ეჭვმიტანილი დაკავებულია

თბილისში დააკავეს პირი, რომელიც დღეს, 8 ივნისს, თბილისში, ადამიანის დაჭრაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა  თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე, 1994 წელს დაბადებულ პირს ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა. პოლიციამ ის ადგილზევე დააკავა.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი