ახალი ამბები

ანტიდოპინგური სკანდალის შემდეგ, ოქროს მედალი ქართველ ძალოსანს გადასცეს

8 ივნისი, 2019 • 1496
ანტიდოპინგური სკანდალის შემდეგ, ოქროს მედალი ქართველ ძალოსანს გადასცეს

დოპინგის სკანდალის გამო სომხეთის სახელით მოასპარეზე ძალოსნისათვის ჩამორთმეული ევროპის ჩემპიონის ტიტული საქართველოს ერგო. ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის თანახმად, მედალი ანასტასია გოტფრიდს გადაეცა, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველი ძალოსანი ქალია.

ფედერაციის თანახმად, 2016 წელს ნორვეგიაში ჩატარებულ ჩემპიონატზე, სადაც სომეხმა სპორტსმენმა ანტიდოპინგური წესები დაარღვია, ანასტასია გოტფრიდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. პირველი ადგილის მფლობელისათვის ოქროს ჩამორთმევის შემდეგ კი, მან ავტომატურად მიიღო ჩემპიონის ტიტული.

“ამგვარად გოტფრიდი ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა”, – წერს ფედერაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი