ახალი ამბები

მოსკოვში პოლიციამ დაპატიმრებული ჟურნალისტის მხარდამჭერებიც დააკავა

7 ივნისი, 2019 • 1515
მოსკოვში პოლიციამ დაპატიმრებული ჟურნალისტის მხარდამჭერებიც დააკავა

მოსკოვის პოლიციამ დაპატიმრებული გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის მხარდამჭერების დაკავება დაიწყო. ჟურნალისტის დაკავების გასაპროტესტებლად გოლუნოვის მხარდამჭერები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო სამმართველოსთან შეიკრიბნენ.

Meduza წერს, რომ პოლიციელებს საპტროტესტო აქციის წევრები თავიანთ ავტობუსებში “დოკუმენტების შესამოწმებლად“ შეჰყავთ, შემდეგ კი შსს-ს განყოფილებაში გადაჰყავთ. დაკავებულს შორის არიან ჟურნალისტებიც.

 

დღეს, 7 ივნისს, მოსკოვში “მედუზას” საგამოძიებო ჟურნალისტი ივან გოლუნოვი დააკავეს.

გოლუნოვის ადვოკატის, დიმიტრი ჯულაის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 6 ივნისს დააკავეს, რის შემდეგაც მისი ზურგჩანთიდან უცნობი ნივთიერების პაკეტი ამოიღეს. გოლუნოვმა განაცხადა, რომ პაკეტი მას არ ეკუთვნის. კიდევ ერთი შეკვრა და სასწორი გოლუნოვის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს.

ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები გოლუნოვის დაკავებას მის საქმიანობას უკავშირებენ.

Meduza წერს, რომ დაკავების შემდეგ ჟურნალისტს არ მისცეს ადვოკატთან დაკავშრების უფლება. შემდეგ კი მას განყოფილებაში სცემეს. გარდა ამისა, გოლუნოვს უარი ეთქვა ექსპერტიზაზეც, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას ნაკროტიკებთან შეხება არ ჰქონია.

დაკავებიდან რამდენიმე საათში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ფოტოები, რომლებიც, მათი თქმით, გოლუნოვის კუთვნილ ბინაში იყო გადაღებული. თუმცა, უწყებამ შემდგომ აღიარა, რომ გამოქვეყნებული ფოტოებიდან გოლუნოვის ბინის ამსახველი მხოლოდ ერთი კადრი იყო, დანარჩენი კი , მათი თქმით, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული “ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების“ დროსაა გადაღებული.

წარწერა გარეკან ფოტოზე წითლად: ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის! თავისუფლება ივან გოლუნოვს. 

ვრცლად ამ თემაზე:

რუსეთში “მედუზას” გამომძიებელი ჟურნალისტი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი