ახალი ამბები

“პირველ არხს” გადაღებაზე კამერა მოჰპარეს – ბრალდებული დაკავებულია

7 ივნისი, 2019 • 1264
“პირველ არხს” გადაღებაზე კამერა მოჰპარეს – ბრალდებული დაკავებულია

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” განცხადებით, ლილოში ხანძრის გაშუქებისას “მოამბის” კუთვნილი კამერა მოჰპარეს. ტელეკომპანიის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიიდან გადამღები ჯგუფი გუშინდელი ხანძრის შედეგებს აშუქებს.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქურდობის ბრალდებით (სსსკ-ის 177 მუხლით მე-2 ნაწილი) ერთი პირი დააკავეს, მოპარული ნივთები კი მფლობელს დაუბრუნეს:

“სამართალდამცავებმა საქართველოს პირველი არხის კუთვნილი ვიდეოკამერის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა „ლილო სითის” ტერიტორიაზე მოხდა, საიდანაც „მოამბის” გადამღები ჯგუფი გუშინდელი ხანძრის შედეგებს აშუქებს.

მიმდებარე პერიმეტრზე ამ დროს სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. მათ ა.ო. ლილოს ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს” – აცხადებენ “საზოგადოებრივ მაუწყებელში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი