ახალი ამბები

ნანუკა ჟორჟოლიანმა და მისმა სტუმარმა იეჰოვას მოწმეების მიმართ დისკრიმინაციულად ისაუბრეს

27 ნოემბერი, 2014 • • 1731
ნანუკა ჟორჟოლიანმა და მისმა სტუმარმა იეჰოვას მოწმეების მიმართ დისკრიმინაციულად ისაუბრეს

გადაცემის სტუმარმა გევორქ პეტროსიანმა, რომელიც ასევე პროექტ “ნიჭიერის” მონაწილეა, გამოიყენა ისეთი ტერმინები, როგორიცაა “საშიში და სასტიკი სექტა”, რომ მისი შვილი იეჰოვას მოწმე ვერ გახდება, რადგან “ხატთან დააჩოქა და მასზე სულიწმინდის მადლი გადმოვიდა”. 

 

“იეღოველები აგრესიულები ხომ არ არინ, არ მომივარდნენ”, “თქვენ სიტყვას მაძლევთ, რომ აქ იეღოველები არ მომივარდებიან”, “კარგი ქენით, რომ წამოხვედით”, “იეღოველები დაზომბირებულები არიან?”, “გადაიბიროთ [მართლმადიდებლობისკენ] არასწორი სიტყვაა, მოვაქციოთ”, “ძაან მეშინია არ დამაგიპნოზონ”. – ეს ის წინადადებებია, რომელიც თავად წამყვანმა გამოიყენა იეჰოვას მოწმეების მიმართ. 


მაუწყებლის ქცევის კოდექსი არის დოკუმენტი, რომლის 33-ე მუხლში მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვის შესახებ სახელმძღვანელო რეკომენდაციებია შემუშავებული. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. 


ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას “ფეისბუქის” საშუალებით გამოეხმაურა ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე. 


“ნეტა თუ იფიქრა ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომ ხვალ სკოლაში იეჰოვას მოწმე ბავშვს კლასელები ორმაგი ენთუზიაზმით დასცინებენ, მასწავლებლები კიდევ უფრო დიდი მოწადინებით ეცდებიან “ჭეშმარიტ რჯულზე” მათ მოქცევას, რამდენი ბავშვი ინატრებს სიკვდილს, რამდენი ბავშვი შეიძულებს მშობლებსაც, მასწავლებელსაც, ღმერთსაც და მთელს სამყაროს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი