ახალი ამბები

პოლიციამ ორსულ ცოლზე ძალადობის ბრალდებით რუსთავში კაცი დააკავა

7 ივნისი, 2019 • 799
პოლიციამ ორსულ ცოლზე ძალადობის ბრალდებით რუსთავში კაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში დააკავეს კაცი, რომელმაც ორსულ ცოლზე არასრულწლოვნის თანდასწრებით იძალადა და დაემუქრა. მას ასევე ედავებიან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. დაკავებულს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორც შსს აცხადებს, 1985 წელს დაბადებულმა რ.გ-მ რასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე – 1990 წელს დაბადებულ ს.მ-ზე. ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაშავებული ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებისვე ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ოპიუმის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის, წინასწარი შეცნობით ოჯახური ნიშნით ორსული ქალის მიმართ განხორციელებული მუქარისა და  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ის 11′-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 126′ მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 126′ მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი