ახალი ამბები

ლილოში ხანძარი ლოკალიზებულია, არავინ დაშავებულა — საგანგებო

7 ივნისი, 2019 • 1895
ლილოში ხანძარი ლოკალიზებულია, არავინ დაშავებულა — საგანგებო

6 ივნისს, საღამოს საათებში ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, — აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

როგორც 12:20 საათზე ამ უწყების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები;

მისივე თქმით, დამწვარია 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო 17 სახანძრო მანქანა და 2 სამაშველო ბრიგადა. უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტაუციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარია ჭირნახულის #1-ში, ე.წ „ჩინელების ბაზრობაზე“.

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი