ახალი ამბებიხელოვნება

ქართული ანსამბლი ტალანტების მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც ჰოლივუდში იმართება

6 ივნისი, 2019 • 7017
ქართული ანსამბლი ტალანტების მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც ჰოლივუდში იმართება

ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამა“  მონაწილებას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატში ტალანტებისთვის, რომელიც ყოველწლიურად ლოს ანჟელესში, ჰოლივუდში იმართება.

კონკურსში მონაწილეობენ  მოცეკვავეები, მსახიობები, მოდელები, ინსტრუმენტალისტები, ვოკალისტები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს 60- ზე მეტი ქვეყნიდან. კონკურსს სხვადასხვა ნომინაცია, ფულადი ჯილდოები, სასწავლო სტიპენდიები და მთავარი ჯილდო – მსოფლიო ვარსკვლავის ოქროს თასი აქვს.

კონკურსი  ტალანტებისთვის წელს აშშ-ში ივლისში გაიმართება. ანსამბლი “სამა” 15 წლის წინ დაარსდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი