ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტის ცნობით, პირველადი ტექნიკური ინსპექტირება სულ 232 470 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა, რომელთაგანაც მოთხოვნები 117 640 -მა დააკმაყოფილა, 114 830 კი დახარვეზდა.
IDFI შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა და ეს მონაცემები ასახავს 2018 წლის და 2019 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკას.
ორგანიზაციის ცნობით, განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა სულ 80 999 ავტოსატრანსპორტო საშუალებას, აქედან:
[checklist]
- გაიარა, ჯამში, 76 669-მა
[/checklist]
[crosslist]
- დახარვეზდა, ჯამში, 4 330.
[/crosslist]
ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა M1 კატეგორიის ავტომობილია. ეს კატეგორია კი ასეა განმარტებული: არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილისა და არანაკლებ 4 თვლის მქონე მგზავრთა გადასაყვანი.
ორგანიზაციის ცნობით, ჯამში, ორივე წელს ჩატარებული პირველადი ინსპექტრიებისას ავტოსატრანსპორტო საშუალებების 63%, ხოლო განმეორებითი ინსპექტირებისას 79.5% M1 კატეგორიის იყო. შესაბამისად, დადებითად გავლილი და დახარვეზებული ავტომობილების ყველაზე დიდი რაოდენობაც ამ კატეგორიაზე მოდის.