ახალი ამბები

აეროპორტის გზატკეცილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პირველ აგვისტომდე ნაწილობრივ იკრძალება

5 ივნისი, 2019 • 1064
აეროპორტის გზატკეცილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პირველ აგვისტომდე  ნაწილობრივ იკრძალება

თბილისში, ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილზე), გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით,  6 ივნისის 11:00 საათიდან 31 ივლისის ჩათვლით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

“სამუშაოები განხორციელდება საავტომობილო გზის ჯერ ერთ მიმართულებაზე – ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე – აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა გადაერთვება უკვე რეაბილიტირებულ გზაზე ორმხრივად”, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი