ახალი ამბები

აშშ რუსეთ- აფხაზეთის შეთანხმების კანონიერებას არ აღიარებს

25 ნოემბერი, 2014 • 1279
აშშ  რუსეთ- აფხაზეთის შეთანხმების კანონიერებას არ აღიარებს

“შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის შესახებ ნათელი რჩება: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

 

შეერთებული შტატები არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული რომელიმე ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების კანონიერებას”,-  ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

 

აშშ კიდევ ერთხელ მოუწოდებს  რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უარი თქვას საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ მიწოდებას შეუწყოს ხელი.

 

“კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს. ესაა საშუალება, მივაღწიოთ ხელშესახებ წინსვლას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ხასიათის ისეთ საკითხებში, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ საზოგადოებაზე”, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

 

 24 ნოემბერს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთმა სოჭში  “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი