ახალი ამბები

ქუჩაზე, სადაც 2 დღის წინ გზა ჩაინგრა, წყალმა ისევ ამოხეთქა

5 ივნისი, 2019 • 1737
ქუჩაზე, სადაც 2 დღის წინ გზა ჩაინგრა, წყალმა ისევ ამოხეთქა

 

თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, სადაც  3 ივნისს წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო გზა ჩაინგრა და მიმდებარე საცხოვრებელი ფართები დაიტბორა, დღეს, 5 ივნისს, წყალმა ისევ ამოხეთქა.

“ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა” დაზიანებული მილი 3 ივნისს შეაკეთა და გზაც ხელახლა დააგო, თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ. მაგლობლიშვილის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ძლიერი ნაკადი 2 დღის შემდეგ ისევ მოედინება.

“ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” ცხელი ხაზის ცნობით, დაზიანების გამო წყალი 6 ივნისის დილის 8 საათამდე შეუწყდება საბურთალოს რაიონში მიმდებარე ქუჩების დიდ ნაწილს.

ნეტგაზეთი არკვევს, რამ გამოიწვია წყლის ხელმეორედ ამოხეთქვა.

წყალმა ისევ ამოხეთქა

თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, სადაც GWP-იმ წყლის ცენტრალური მილი გუშინ შეაკეთა და გზაც დააგო, დღეს წყალმა ისევ ამოხეთქა.

მეტი: http://netgazeti.ge/news/369485/

ვიდეო: გიორგი კიკაბიძე

Posted by netgazeti.ge on Tuesday, 4 June 2019

თბილისში გზა ჩაინგრა და ავტომობილები ჩაიყოლა

მასალების გადაბეჭდვის წესი